NEWS
შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში
13.04.2017

13 აპრილს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე  კომიტეტის თვმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების თაობაზე გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

სხდომაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით  შემუშავებული რეკომენდაციები დამსწრეებს გაეროს განვითარების ექსპერტმა ნათია ფარცხალაძემ გააცნო.

მისი თქმით, საუბარია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე - პირველი მათგანი წარმოადგენს მომდევნო 4 წლის სამუშაო გეგმას, ხოლო მეორე გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსიაც დღეს უკვე არსებობს, მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქმედითი დასაქმების პოლიტიკის დანერგვას, სოციალური დაცვის სისტემის დახვეწას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიას - უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე ეტაპობრივი გადასვლა. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გაიზრდება არსებულ თემზე დაფუძნებული მომსახურებების, მათ შორის, ადრეული ჩარევის, დღის ცენტრების, აბილიტაციისა და რეაბილიტაციის და სხვა მომსახურებების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციების წარმომადგენელთა წინადადებები და მოსაზრებებიც.

მიმდინარე პროცესებში ორგანიზაცია ,,სტუდია ეიდისი“ აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს აღნიშნული 4 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დანერგვას. 

Other news
14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
21.04.2017
01.03.2017
OUR PARTNERS