NEWS
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის რედაქცია გააცნო
25.04.2017

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი და მასზე მუშაობის პროცესი უშუალოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთხი თვის მუშაობის შედეგად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, ქვეყნის ძირითად კანონში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდება.

,,პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან..მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ვფიქრობ, რომ ეს ორი ამოცანა შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც მომზადებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყველა ის ცვლილება, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე შემუშავდა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში აისახა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის დოკუმენტის პროექტის მიმართ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.

,,სტუდია ეიდისი“ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში წარმოადგენს ,,კოალიციას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და აქტიურად არის ჩართული სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. 

Other news
14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
21.04.2017
01.03.2017
OUR PARTNERS