სიახლეები
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თემატურმა ჯგუფებმა ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევნები ჩაატარა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განსაზღვრა
01.03.2017

თემატურმა ჯგუფებმა  იმსჯელეს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 2017 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით განხორციელებულ ოთხ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ა.წ თებერვალში. თემატური ჯგუფის შეხვედრებზე  საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე ჩატარდა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევნები ფარული კენჭისყრით და განისაზღვრა თემატური ჯგუფების ხელმძღვანელი ორგანიზაციები:

I  თემატური ჯგუფი - მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება;

I-ა - მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია - ,,გადავარჩინოთ ბავშვები”.  წარმომადგენელი - ანა ლაღიძე.

I-ბ -  მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებისათვის. ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია - ,,პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის”.  წარმომადგენელი - გია კაკაჩია.

,,სტუდია ეიდისი“ აღნიშნულ თემატურ ჯგუფებში  აქტიურად მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის არსებული სისტემების განვითარების მიზნით.

 

 

სხვა სიახლეები
ჩვენი პარტნიორები