სიახლეები
საქველმოქმედო აქცია
21.04.2017

2017 წლის 21 აპრილს ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინ მოვლის სერვისების უზრუნველყოფა“- ფარგლებში, 17 ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული გადასაადგილებელი საშუალებების დარიგება დაიწყო. ადგილობრივი გამგეობა აქტიურად ჩაერთო პროგრამის განხორციელების პროცესში და მემორანდუმით გათვალისწინებული მხარდაჭერის გარდა, დამატებით უზრუნველყოფს სოფლებში მოხალისეთა ტრანსპორტირებას და ბენეფიციარებთან ვიზიტებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს გამგეობის მხრიდან ხელოსანთა ჯგუფისათვის ეფექტური და ორგანიზებული საქმიანობისათვის კეთილმოწყობის სამსახურთნ გაფორმებული შეთანხმება მათი სპეციალისტების მიერ არამობილურ ხანდაზმულებთან სახლებში ვიზიტებისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. მსგავსი ურთიერთობა გარანტირებულს გახდის სერვისის მდგრადობასა და ეფექტურობას. 
პროექტი ხორციელდება „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-ს მხარდაჭერითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით.

 

სხვა სიახლეები
ჩვენი პარტნიორები