სიახლეები
საკურორტო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკებით მომსახურება ,,სტუდია ეიდისი“-ს მიერ
01.08.2017

ქ. თბილისის მერიის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და  (10-16 წ.) ,,ბავშვთა კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკებით მომსახურების“ პროგრამების ფარგლებში ა(ა)იპ ,,სტუდია ეიდისი“-ს ორგანიზებით, წელს დაბა ბაკურიანში 10-16წ. ბავშვები და მოზარდები, ხოლო დაბა ურეკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები დაისვენებენ.

ქ. თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, დაბა ურეკში დამსვენებელთათვის 1200, ხოლო დაბა ბაკურიანში 2500 საგზური გაიცა. ,,სტუდია ეიდისი“ პროგრამის მონაწილეთათვის სრულფასოვან დასვენებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. 

სხვა სიახლეები
ჩვენი პარტნიორები