სტუდია ეიდისი" არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2015 წლის 29 ოქტომბერს შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაიმართა, ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში’’ პროექტის ფარგლებში. შეხვედრაზე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა. ასევე განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები. შეხვედრის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნები რეკომენდაციის სახით გადაეცემა კომიტეტს შემდგომში შესწავლისა და სამომავლოდ გასათვალისწინებლად.