ჩვენ შესახებ

Shape 03.png
Img happiness About KMC5YTY.jpg
2000 წლიდან

„სტუდია ეიდისი“

„სტუდია ეიდისი“ 2000 წელს დაარსდა და ემსახურება სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის მიმდინარე პროცესებში, ზრუნავს მათ განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. 

ეს არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მისი თანატოლებისთვის არაფორმალური განათლების ინკლუზიური პროგრამების განხორციელება.

ორგანიზაციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შშმ პირებისთვის დღის ცენტრის პროგრამის სტანდარტიზაციაში.  

Shape 04.png
Shape 01.png
„სტუდია ეიდისი“

ჩვენ შესახებ

Icon 01.png

სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და სიღარიბის დაძლევა.

Icon 02.png

ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისავწდომობა.

Icon 03.png

სტუდია ეიდისის მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი; ქცევის კონსულტანტი; ოკუპაციური თერაპევტი; ფიზიკური თერაპევტი; ფსიქიატრი.

„სტუდია ეიდისი“

ჩვენი გუნდი

შიზოფრენიის (40)

ლიზა ხარაიშვილი

ადმინისტრაციული მენეჯერი
ლიზა ხარაიშვილი არის „სტუდია ეიდისის“ ადმინისტრაციული მენეჯერი, რომლის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტიან და თანმიმდევრულ ფუნქციონირებაში. მისი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია უსაფრთხო, ორგანიზებული და მოტივირებული გარემოს შექმნაზე „სტუდია ეიდისის“ ბენეფიციარებისთვის, მათი ოჯახებისა და გუნდის წევრებისთვის. ლიზა უზრუნველყოფს კომუნიკაციას ბენეფიციარების მშობლებსა და ასისტენტებს შორის, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ პროცესებს და აქტიურად მონაწილეობს ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალური საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებასა და მხარდაჭერაში. მისი უწყვეტი ჩართულობა ხელს უწყობს სტაბილურ, ჰარმონიულ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას, რაც „სტუდია ეიდისის“ მისიის — მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების — განხორციელებას ემსახურება.
შიზოფრენიის (46)

შორენა საბანაძე

ქარელის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის პროგრამის კოორდინატორი
შორენა საბანაძე ხელმძღვანელობს ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედ პერსონალური ასისტენტის პროგრამას, რომელიც მიმართულია ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერისა და პროგრამის ეფექტური მართვის უზრუნველყოფაზე. მისი საქმიანობა მოიცავს მჭიდრო თანამშრომლობას პერსონალურ ასისტენტებთან, „სტუდია ეიდისის“ გუნდთან და ბენეფიციართა ოჯახებთან. შორენა აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებსა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში, რაც საშუალებას აძლევს შექმნას ნდობით სავსე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო.
შიზოფრენიის (45)

მანანა კობახიძე

უფროსი სოციალური მუშაკი
მანანა კობახიძე სოციალურ სფეროში 17-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია, მათ შორის 15 წელი მუშაობს უფროსი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. უკვე ერთი წელია ის სტუდია ეიდისის გუნდს შეუერთდა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის მქონე პირების ბინაზე მოვლის პროგრამაში. მისი საქმიანობა მოიცავს ბენეფიციარების საჭიროებების კომპლექსურ შეფასებას, ინდივიდზე მორგებული მომსახურებების კოორდინაციასა და მათი კეთილდღეობის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. სოციალური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიონალთან, უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს, კრიტიკული შემთხვევების დროულ გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას. მისი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ბენეფიციარების სოციალური ინკლუზიის გაძლიერებასა და უნარების განვითარებაზე
შიზოფრენიის (43)

ხატია ტაბატაძე

ქცევის კონსულტანტი
ხატია ტაბატაძე არის ქცევის კონსულტანტი 14-წლიანი გამოცდილებით, ფსიქოლოგიის მაგისტრი და სუპერვაიზორი. მას აქვს მიღებული ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) სასერთიფიკატო პროგრამა. ხატია ფლობს ABLLS-R და VB-MAPP ინსტრუმენტებს, TOT სერტიფიკატს და აქვს გავლილი ადგილობრივი და საერთაშორისო სუპერვიზიები, მათ შორის მერიენ ჯექსონის, ამანდა ადამსისა და გრეგორი ჰენლის ტრენინგები. მისი საქმიანობა მოიცავს ბავშვების ქცევით შეფასებას, ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას, სპეციალისტების სუპერვიზიასა და მშობლების მხარდაჭერას, ხოლო პროფესიული მისია — თითოეული ბავშვის უნარებისა და პოტენციალის აღმოჩენა და განვითარებაა, მეცნიერულ მეთოდებზე დაყრდნობით
შიზოფრენიის (41)

ანაიტ კარსლიანი

ადმინისტრაციული მენეჯერი მარნეულში
ანაიტ კარსლიანი „სტუდია ეიდისის“ მარნეულის ფილიალის ადმინისტრაციული მენეჯერია. მას აქვს 3-წლიანი გამოცდილება სოციალური სერვისების ადმინისტრაციულ მენეჯმენტში, რაც საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს როგორც ყოველდღიური პროცესები, ისე შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებული გამოწვევები. მარნეულის მრავალეთნიკურ გარემოში ანაიტის პრიორიტეტია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეული ბენეფიციარი შეძლებს საჭირო მხარდაჭერის მიღებას და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. იგი აქტიურად მუშაობს სერვისების ხელმისაწვდომობაზე, თანამშრომელთა კოორდინაციაზე, დოკუმენტაციის მართვაზე და ორენოვანი კომუნიკაციის გამარტივებაზე. ანაიტისთვის განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა რეალურად აუმჯობესებს ბენეფიციართა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხს — სწორედ ეს წარმოადგენს მის პროფესიულ მოტივაციასა და პასუხისმგებლობის საფუძველს.
შიზოფრენიის (38)

ირმა მწყერაშვილი

შემთხვევის მართვის მენეჯერი
ირმა მწყერაშვილს 9 წლიანი გამოცდილება აქვს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობაში. „სტუდია ეიდისის“ ქვეპროგრამაში ის პასუხისმგებელია მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმების განხორციელებაზე. მისი საქმიანობა მოიცავს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელ პირებთან სისტემურ სუპერვიზიას, ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს მოტორული, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას. მისი პროფესიონალიზმი და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ინდივიდუალურ მხარდაჭერას და ინტეგრირებულ განვითარებას
„სტუდია ეიდისი“

ჩვენი პარტნიორები

Shape 01.png
„სტუდია ეიდისი“

ორგანიზაციის ქსელური აქტივობები

Icon 04.png

დამფუძნებელი. კოალიციაში გაერთიანებულია შშმ პირთა პრობლემებზე მომუშავე 28 ორგანიზაცია

Icon 05.png

გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი 23 დღის ცენტრი. ქ. თბილისის მერიასთან არსებული შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი საბჭო

Icon 05.png

ერთიანებს 23 ორგანიზაციას (აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები)

Icon 07.png

რომელიც თავის მხრივ წევრია შავი ზღვის აუზის ქვეყნების კოალიციის