ბინაზე მოვლა

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა.

ორგანიზაცია 2016 წლიდან ახორცილებს ბინაზე მოვლის პროგრამას.

ბინაზე მოვლის პროგრამის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური, ინტელექტუალური, ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

პროგრამის ღონისძიებები მოიცავს: ინდივიდუალური გეგმის შედგენას, ბავშვთა შეფასებას და მომსახურების მიწოდებას ბინაზე, ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას. ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

პროგრამის მონაწილეები არიან 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები.

პროგრამა იყოფა ორ კომპონენტად:

პირველი კომპონენტი მოიცავს ცერებრული დამბლის მქონე ბენეფიციარების მოვლასა და განვითარების თერაპიების მიწოდებას.

მეორე კომპონენტის ფარგლებში, გამოხატული რთული ქცევის მქონე ბენეფიციარები იღებენ ინდივიდუალურ ზრუნვას.