NEWS
საკურორტო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკებით მომსახურება ,,სტუდია ეიდისი“-ს მიერ
01.08.2017

ქ. თბილისის მერიის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და  (10-16 წ.) ,,ბავშვთა კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკებით მომსახურების“ პროგრამების ფარგლებში ა(ა)იპ ,,სტუდია ეიდისი“-ს ორგანიზებით, წელს დაბა ბაკურიანში 10-16წ. ბავშვები და მოზარდები, დაბა ურეკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები დაისვენებენ.

ქ. თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, დაბა ურეკში დამსვენებელთათვის 1200, ხოლო დაბა ბაკურიანში 2500 საგზური გაიცა. ,,სტუდია ეიდისი“ პროგრამის მონაწილეთათვის სრულფასოვან დასვენებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. 

14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
14.06.2017
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის რედაქცია გააცნო
25.04.2017

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი და მასზე მუშაობის პროცესი უშუალოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთხი თვის მუშაობის შედეგად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, ქვეყნის ძირითად კანონში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდება.

,,პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან..მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ვფიქრობ, რომ ეს ორი ამოცანა შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც მომზადებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყველა ის ცვლილება, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე შემუშავდა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში აისახა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის დოკუმენტის პროექტის მიმართ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.

,,სტუდია ეიდისი“ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში წარმოადგენს ,,კოალიციას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და აქტიურად არის ჩართული სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. 

21.04.2017
ადვოკაციის გეგმების შემუშავების მესამე სამუშაო შეხვედრა
19.04.2017

19-21 აპრილს პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ხორციელდება ადვოკაციის გეგმების შემუშავების მესამე სამუშაო შეხვედრა.

ორგანიზაცია ,,სტუდია ეიდისი"-მ  ადვოკატირების გეგმის შესამუშავებლად წარადგინა საპროექტო განაცხადი ,,დღის ცენტრების დაფინანსების გასაზრდელად სერვისის სტანდარტის შესაბამისად და დაფინანსების სქემის შესამუშავებლად ".

 

შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში
13.04.2017

13 აპრილს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე  კომიტეტის თვმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების თაობაზე გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

სხდომაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით  შემუშავებული რეკომენდაციები დამსწრეებს გაეროს განვითარების ექსპერტმა ნათია ფარცხალაძემ გააცნო.

მისი თქმით, საუბარია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე - პირველი მათგანი წარმოადგენს მომდევნო 4 წლის სამუშაო გეგმას, ხოლო მეორე გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსიაც დღეს უკვე არსებობს, მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქმედითი დასაქმების პოლიტიკის დანერგვას, სოციალური დაცვის სისტემის დახვეწას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიას - უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე ეტაპობრივი გადასვლა. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გაიზრდება არსებულ თემზე დაფუძნებული მომსახურებების, მათ შორის, ადრეული ჩარევის, დღის ცენტრების, აბილიტაციისა და რეაბილიტაციის და სხვა მომსახურებების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციების წარმომადგენელთა წინადადებები და მოსაზრებებიც.

მიმდინარე პროცესებში ორგანიზაცია ,,სტუდია ეიდისი“ აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს აღნიშნული 4 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დანერგვას. 

01.03.2017
OUR PARTNERS