შემოწირულობა

  ბინაზე მოვლის პროგრამის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები გადაეცათ

,,სტუდია ეიდისი“-ს ბაზაზე არსებულ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები - წიგნები, სათამაშოები და ტანსაცმელი გადაეცათ.
ჩვენი გულშემატკივრის მიერ ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულმა ნაბიჯმა ძალიან გაახარა ჩვენი პატარები და მათი ოჯახები. საჩუქრების შემომწირველმა ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა. დიდ მადლობას ვუხდით მას გამოჩენილი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისათვის.

 

ბავშვების მიერ მომზადებული ნივთები რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ
ჩვენი პარტნიორები