პერსონალური ასისტენტის სერვისი არის მომსახურება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური, სენსორული, მსუბუქი და საშუალო გონებრივი შეზღუდვის, ასევე ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 60 საათი);

სპეციალიზებული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 120 საათი) .

ასისტირების სფეროებია: თვითმოვლა და ჰიგიენის დაცვა, კვება, საოჯახო საქმეები, მობილობა და კომუნიკაცია, ჯანმრთელობის დაცვა, მშობლის როლის განხროციელება, საზოგადოებრივი ცხოვრება და დასვენება/რეკრეაცია .დიდი ხნის მანძილზე, შშმ პირებს დაკარგული ჰქონდათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი, ისინი იყვნენ სრულად დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დამყარების მაქსიმალური შესაძლებლობა , გადაწყვეტილების მიღების/ საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება, სოციალური აქტივობის შესაძლებლობა და ა.შ