„სტუდია ეიდისი“ 2000 წელს დაარსდა და ემსახურება სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის მიმდინარე პროცესებში, ზრუნავს მათ განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
ეს არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მისი თანატოლებისთვის არაფორმალური განათლების ინკლუზიური პროგრამების განხორციელება.
ორგანიზაციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შშმ პირებისთვის დღის ცენტრის პროგრამის სტანდარტიზაციაში.
სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და სიღარიბის დაძლევა.
ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისავწდომობა.
სტუდია ეიდისის მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი; ქცევის კონსულტანტი; ოკუპაციური თერაპევტი; ფიზიკური თერაპევტი; ფსიქიატრი.
დამფუძნებელი. კოალიციაში გაერთიანებულია შშმ პირთა პრობლემებზე მომუშავე 28 ორგანიზაცია
გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი 23 დღის ცენტრი. ქ. თბილისის მერიასთან არსებული შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი საბჭო
ერთიანებს 23 ორგანიზაციას (აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები)
რომელიც თავის მხრივ წევრია შავი ზღვის აუზის ქვეყნების კოალიციის